თურქული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანში თურქი სამხედროები უახლოეს მომავალში გაემგზავრებიან
თურქული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანში თურქი სამხედროები უახლოეს მომავალში გაემგზავრებიან

თურქი სამხედროები აზერბაიჯანში უახლოეს მომავალში გაემგზავრებიან. ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

გამოცემით ინფორმაციით, თურქეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებმა შესაბამისი მომზადება უკვე გაიარეს.

„ჩვენი ავიაცია მზად არის, რაც შეიძლება მალე ჩაიყვანოს თურქი სამხედროები აზერბაიჯანში, რათა მათ დაკისრებული მისიის შესრულება დაიწყონ“, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, მანამდე თურქი სამხედროების მთიან ყარაბაღში გასაგზავნად ნებართვის მისაღებად თურქეთის პარლამენტს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიმართა. პარლამენტმა მოთხოვნა დააკმაყოფილა.