თურქული მედიის ცნობით, სირიის ქალაქ ატიმაში აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშებს 12 ადამიანი ემსხვერპლა
სირიის ქალაქ ატიმაში აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშებს 12 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, საერთაშორისო კოალიციის სამიზნე „ალ-ქაიდასთან“ სავარაუდო კავშირში მყოფი ჯგუფები გახდნენ.
მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე ავიაიერიშები შუაღამით განხორციელდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ათობით ათასი სირიელი დევნილი ბანაკებში ცხოვრობს.
ქალაქი ატიმა თურქეთის საზღვრიდან კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალაქში ინტენსიური სროლის ხმა ისმოდა.
სირიის ქალაქ ატიმაში მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრიც.“ ოპერაციის დროს ქალაქში რამდენი ვერტმფრენი დაჯდა. სირიის ჩრდილო-დასავლეთით იდლიბის პროვინციის დიდ ნაწილს ისლამისტური სამხედრო დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი“ აკონტროლებს.