საქართველოში თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ 20-ვე დაღუპული ნაპოვნია
საქართველოში თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ 20-ვე დაღუპული ნაპოვნია

საქართველოში თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ 20-ვე დაღუპული ნაპოვნია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN TÜRK-ი ავრცელებს.

მე-20 დაღუპულის პოვნის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავის „შავი ყუთი“ თურქეთში ჩაიტანეს.

ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.