თურქული მედიის ცნობით, ერაყის ჩრდილოეთით, სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმას თურქი სამხედრო ემსხვერპლა
თურქული მედიის ცნობით, ერაყის ჩრდილოეთით, სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმას თურქი სამხედრო ემსხვერპლა

ერაყის ჩრდილოეთით, სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას თურქი სამხედრო ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ბაშიკის ბაზის მიმართულებით სამი რაკეტა იყო გაშვებული, მათგან ერთი ბაზის ტერიტორიაზე, ორი კი – სოფელში ჩამოვარდა, სადაც ერთი მცირეწლოვანი დაშავდა.

დატოვე კომენტარი