თურქული მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენი 13 დეკემბერს თურქეთში ჩავა
თურქული მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენი 13 დეკემბერს თურქეთში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 13 დეკემბერს თურქეთში ჩავა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ოფიციალურად ბლინკენის თურქეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

ცნობისთვის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შორის ბოლო კონტაქტი შვიდ დეკემბერს შედგა, როდესაც მათ ტელეფონით ისაუბრეს.

საუბრის თემა სირიაში განვითარებული მოვლენები იყო.