თურქული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის მოქალაქეს, საქართველოს გავლით, თურქეთში 5 450 კუ უკანონოდ გადაჰყავდა
თურქული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის მოქალაქეს, საქართველოს გავლით, თურქეთში 5 450 კუ უკანონოდ გადაჰყავდა

თურქმა მესაზღვრეებმა სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც საქართველოს გავლით, თურქეთში 5 450 კუ უკანონოდ გადაჰყავდა.

თურქული მედიასაშუალებების ცნობით, 5 450 ცალი წყლის კუ ავტომანქანის კარებში იყო ჩამალული.

გამოცემა „ურიეთი“ წერს, რომ სარფის საბაჟოზე აზერბაიჯანელი მძღოლის ქცევა კონტრაბანდასთან ბრძოლის სამსახურის თანამშრომლებმა შენიშნეს და ავტომანქანა სპეციალური სკანერით შეამოწმეს, რის შემდეგაც ავტომობილში ასობით კუ აღმოაჩინეს.

თურქული წყაროების ცნობით, მძღოლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.