თურქული მედიასაშუალებები სტიქიის ზონაში ქართველი მაშველების შესახებ წერენ
თურქული მედიასაშუალებები სტიქიის ზონაში ქართველი მაშველების შესახებ წერენ

ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ცოცხალი ამოიყვანეს. ამასთან, საქართველო თურქეთის დასახმარებლად დამატებით კიდევ 40 მეხანძრე-მაშველს აგზავნის, – ასე ეხმაურებიან წამყვანი თურქული მედიასაშუალებები თურქეთში, სტიქიის ზონაში ქართველი მაშველების სამძებრო სამუშაოებში ჩართვის პროცესს.

„ქართველი მეხანძრე-მაშველები თურქეთში, სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ და ადიამანში ახალგაზრდა ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ცნობილი ხდება ის ფაქტიც, რომ საქართველო თურქეთის დასახმარებლად დამატებით 40 მეხანძრე-მაშველს აგზავნის“, – წერს თურქული მედია.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ თურქეთის დასახმარებლად რამდენიმე დღის წინ უკვე გააგზავნა 60 მეხანძრე-მაშველი.