თურქული მედია – თურქეთმა რუსეთისგან ნაყიდი „ეს-400“-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდა

12:02, 10.07.2026

თურქეთმა რუსეთისგან ნაყიდი „ეს-400 ეს“-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, 9 ივლისს საბოლოო დეტალები დამუშავების პროცესში იყო და დარჩენილი საკითხები შუაღამემდე მოგვარდა.

თურქული მედიის თანახმად, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების გაყიდვის შესახებ დღეს გამოცხადდება.

2019 წელს, თურქეთის მიერ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის შემდეგ აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა და „ეფ-35“-ის პროგრამიდან ამოიღო. ნატო-ს სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხდა, რომ განიხილავს თურქეთისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას.

მსგავსი