თურქული მედია - თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში „F-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების სათადარიგო ნაწილები იყო, თუმცა ტვირთში არ იყო საბრძოლო მასალა ან ასაფეთქებელი ნივთიერებები
თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში „F-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების სათადარიგო ნაწილები იყო, თუმცა ტვირთში არ იყო საბრძოლო მასალა ან ასაფეთქებელი ნივთიერებები, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავში, საერთო ჯამში, ექვსი ტონა ტვირთი იყო. არსებული ინფორმაციით, დაღუპული ჯარისკაცები კაისერის მე-12 საჰაერო ტრანსპორტის ბაზის და მერზიფონის მე-5 მთავარი რეაქტიული ბაზის პერსონალი იყვნენ, სადაც „F-16“-ის ტიპის გამანადგურებლებისგან შემდგარი ტუნჩის ესკადრილიაა განთავსებული.
სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, გენერალ-ლეიტენანტ იაშარ კადიოღლუს ხელმძღვანელობით, ავარიის გამოძიების ჯგუფმა გამოძიება დაიწყო.
დადგინდა, რომ ავარიის დროს თვითმფრინავს პირველი კუდი მოსწყდა.