თურქული მედია - თურქეთის ხელისუფლება სირიასა და თურქეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ სრული ლიკვიდაციის გეგმას ამზადებს
თურქული მედია - თურქეთის ხელისუფლება სირიასა და თურქეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ სრული ლიკვიდაციის გეგმას ამზადებს

თურქეთის ხელისუფლება სირიასა და თურქეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ სრული ლიკვიდაციის გეგმას ამზადებს, – ამის შესახებ თურქული მედია წერს. თურქული მედია წერს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა.

„ქურთისტანის მუშათა პარტიისთვის“ და „სახალხო თავდაცვის შენაერთებისთვის“ დროის უკუთვლა დაიწყო. ხორციელდება დიდი გეგმა. „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ლიკვიდაცია მოხდება არამხოლოდ სირიაში, არამედ თურქეთშიც. ან დადებენ იარაღს, და განახორციელებენ თვითლიკვიდაციას, ან მათ აიძულებენ დაყარონ იარაღი და იყვნენ ლიკვიდირებული“, – წერს თურქული მედია.

მანამდე ერდოღანმა ქურთულ სამხედრო ჯგუფებზე საუბრისას განაცხადა, რომ სეპარატისტი მკვლელები ან თავად დაემშვიდობებიან იარაღს, ან სირიის ტერიტორიაზე „იარაღთან ერთად მოუწევთ დამარხვა“.

„როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას და მის მხარდამჭერებს აქვთ გეგმა, ჩვენც გვაქვს გეგმა“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.