თურქული მედია - საქართველო ლავასოღლის მიღებას თუ არ დათანხმდა, თურქეთი იძულებული იქნება, გაათავისუფლოს ის
თურქული მედია - საქართველო ლავასოღლის მიღებას თუ არ დათანხმდა, თურქეთი იძულებული იქნება, გაათავისუფლოს ის

საქართველო ლავასოღლის (მინდია გორაძე) მიღებას თუ კვლავ არ დათანხმდება, თურქეთი იძულებული იქნება, 2020 წლის თებერვალში ის გაათავისუფლოს, – ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

თურქული მედია წერს, რომ მინდია გორაძე 2018 წელს ტრაპიზონში დააკავეს. მას საქართველოში კრიმინალური სინდიკატის ორგანიზატორობის გამო ინტერპოლი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. როგორც თურქული მედია იუწყება, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის დაკავების შემდეგ ოფიციალაური ანკარა დიპლომატიური კავშირების საშუალებით მის ექსტრადირებას ცდილობს, თუმცა ქართული მხარე მის მიღებაზე უარს აცხადებს.

თურქულ მედიაში იუწყებიან, რომ მინდია გორაძის საქართველოში ექსტრადირების ვადა 2020 წლის თებერვალში იწურება. თუ ამ ხნის განმავლობაში საქართველო მის მიღებაზე უარს იტყვის, თურქეთის იძულებული იქნება, ის გაათავისუფლოს.

39 წლის მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის წინააღმდეგ ოპერაცია 2018 წლის 25 ოქტომბერს, ტრაპზონის პროვინციაში ჩატარდა. მასში მონაწილეობა თურქეთის დაზვერვამ და პროვინციის ორგანიზებული კონტრაბანდის ბრძოლის განყოფილების წარმომადგენლებმა მიიღეს.