თურქული მედია - აშშ-მა შეატყობინა თურქეთს, რომ შავ ზღვაში ორ სამხედრო გემს აგზავნის
თურქული მედია - აშშ-მა შეატყობინა თურქეთს, რომ შავ ზღვაში ორ სამხედრო გემს აგზავნის

აშშ-მა შეატყობინა თურქეთს, რომ შავ ზღვაში ორ სამხედრო გემს აგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

„ჩვენ შეგვატყობინეს, რომ აშშ ორ სამხედრო გემს აგზავნის შავ ზღვაში. ეს შეტყობინება, წესების დაცვით, გემების შემოსვლამდე 15 დღით ადრე მიიღო“, – წერს თურქული მედია.

მათივე ცნობით, ამერიკული სამხედრო გემები შავ ზღვაში 4 მაისამდე დარჩებიან.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ვაშინგტონი შავ ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნას აპირებს.