თურქული კომპანია „ბაიქარი“ უპილოტო საფრენი აპარატების გაყიდვაზე ათ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
თურქული კომპანია „ბაიქარი“ უპილოტო საფრენი აპარატების გაყიდვაზე ათ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

თურქული უპილოტო საფრენი აპარატების წამყვანი საწარმო „ბაიქარი“ სამხედრო დრონების მიყიდვის თაობაზე ათ ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. აღნიშნულის შესახებ კომპანიის მთავარმა ტექნოლოგიურმა ოფიცერმა სელჩუქ ბაირაქტარმა განაცხადა.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ძირითადი აქცენტი კეთდება „ბაირაქტარ ტბ2“-ის („ტაქტიკური ბლოკი 2“) ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებზე. ეს კონკრეტული მოდელი უკვე არსებობს აზერბაიჯანის, უკრაინისა და ყატარის არსენალში.

ბაირაქტარ ტბ2“ თურქული სამხედრო ძალების მიერ აქტიურად გამოიყენებოდა სირიასა და ლიბიაში და აგრეთვე აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მიერ მთიანი ყარაბაღის რეგიონის ბოლოდროინდელ კონფლიქტშიც.

ამავდროულად, პოლონეთიც გახდა ნატო-ს წევრი პირველი სახელმწიფო, რომელმაც გააფორმა კონტრაქტი ამ ტიპის თურქული დრონების შესყიდვაზე. ეს სახელმწიფო დრონების პირველ პარტიას, სავარაუდოდ, 2022 წლისთვის მიიღებს.

ბაირაქტარ ტბ2“-ის მიმართ ინტერესი გამოხატა აგრეთვე ლატვიამ და ალბანეთმაც.