თურქული გამოცემა „ფანატიკი“ - „ქარაგუმრუკში“ პირლოს შოთა არველაძე შეცვლის #1TVSPORT
თურქული გამოცემა „ფანატიკი“ - „ქარაგუმრუკში“ პირლოს შოთა არველაძე შეცვლის #1TVSPORT

თურქული გამოცემა „ფანატიკის“ ცნობით, შოთა არველაძე თურქეთში ბრუნდება და  „ქარაგუმრუკს“ გაწვრთნის, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც არჩილ არველაძეა, სეზონის ბოლოს კი ამ გუნდში საბა ლობჟანიძე თამაშობდა.

შოთა არველაძე თურქეთში ბრუნდება

„ქართველი მწვრთნელი, რომელიც მანამდე თურქულ „ქაისერში“, „ქასიმფაშასა“ და „ტრაბზონსფორში“ მუშაობდა, ბოლოს კი ინგლისურ „ჰალ სიტის“ ხელმძღვანელობდა, თურქეთში დასაბრუნებლად ემზადება. დაინტერესებულ გუნდსა და შოთას შორის პირველი კონტაქტი პოზიტიური იყო. შოთა ფეხბურთელობის დროს „ტრაბზონსფორში“ თამაშობდა და თურქი გულშემატკივრების საყვარელი მოთამაშე გახლდათ.

მას შემდეგ, რაც უზბეკეთის „ფახთაქორში“ ოთხი ტიტული მოიგო, სტაჟიანმა მწვრთნელმა ინგლისური თავგადასავალი „ჰალ სიტიში“ დაიწყო, რომელიც ცნობილმა თურქმა ბიზნესმენმა, აჯუნ ილიჯალიმ შეიძინა. თუმცა, შოთას ინგლისური კარიერა ისე არ წარიმართა, როგორც ელოდა და მათი გზები გაიყო. გამოცდილ მწვრთნელს 2022 წლის სექტემბრის შემდეგ არსად უმუშავია, ახლა კი თურქეთის სუპერლიგის გუნდის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია.

ქარაგუმრუკმა“, რომელიც სეზონის ბოლოს იტალიელ ლეგენდას, ანდრეა პირლოს დაშორდა, შოთა მწვრთნელების კანდიდატთა სიის სათავეში დააყენა. ასევე, სიახლეა ისიც, რომ წარმატებულ სპეციალისტთან პირველი კონტაქტი პოზიტიური იყო, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ ოფიციალურად არ დაწყებულა“, – წერს თურქული გამოცემა „ფანატიკი“.