შოთა არველაძემ „ტრაბზონთან“ წაგების შემდეგ თანამდებობა დატოვა - ვფიქრობ, გადაწყვეტილება სწორ დროს მივიღე #1TVSPORT
შოთა არველაძემ „ტრაბზონთან“ წაგების შემდეგ თანამდებობა დატოვა - ვფიქრობ, გადაწყვეტილება სწორ დროს მივიღე #1TVSPORT

თურქეთის სუპერლიგაში შოთა არველაძის „კარაგუმრუკი“ სტუმრად „ტრაბზონსფორს“ შეხვდა და 1:5 დამარცხდა, მატჩის შემდეგ ქართველმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა.

„ძალიან ცოტა დრო მქონდა, თურქეთში მუშაობა ყოველთვის რთულია. მიუხედავად იმისა, რომ „ტრაბზონთან“ რთული გასვლითი შეხვედრა იყო, ჩვენ კარგად მოვემზადეთ და თამაში თავდაჯერებულად დავიწყეთ, მაგრამ მოედანზე ყველაფერი ცუდად გამოგვივიდა. ეს შემადგენლობა ასე სუსტად არ უნდა თამაშობდეს – მოთამაშეებს შეეძლოთ მეტი თავდადებით ბრძოლა და მოქმედება, რაც ვერ ვიხილეთ.

კარაგუმრუკი“ ის კლუბია, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ვტოვებ თანამდებობას. ვითარების შესაცვლელად გუნდში სხვა ატმოსფერო უნდა იყოს. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩანაფიქრი ვერ განვახორციელე. ასეთ წაგებას არ ველოდი, ვფიქრობ, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება სწორ დროს მივიღე და ამით კლუბის მიმართ პატივისცემა გამოვხატე“, – განაცხადა შოთა არველაძემ.