არველაძის „ქარაგუმრუქმა“ თურქეთის თასზე „გალათასარაი“ დაამარცხა - ნახევარფინალში შოთა ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება #1TVSPORT
არველაძის „ქარაგუმრუქმა“ თურქეთის თასზე „გალათასარაი“ დაამარცხა - ნახევარფინალში შოთა ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება #1TVSPORT

შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ქარაგუმრუქმა“ თურქეთის თასის მეოთხედფინალში „გალათასარაი“ გასვლაზე 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს.

ქართველი სპეციალისტის გუნდი თურქეთის სუპერლიგის ლიდერთან მე-6 წუთზე ბრაზილიელი მარკაოს გოლით დაწინაურდა და ტაიმი 1:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ „გალათასარაი“ თამაშის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ საკუთარ კარში მეორე ბურთი გაუშვა – 84-ე წუთზე კაბოვერდელმა თავდამსხმელმა, რაიან მენდეშმა მასპინძლების კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

თურქეთის თასის ნახევარფინალში „ქარაგუმრუქი“ შოთა არველაძის ყოფილ გუნდს, „ტრაბზონსფორს“ შეხვდება, მეორე წყვილში კი ერთმანეთს „ანკარაგიუჯუ“ და „ბეშიქთაში“ შეხვდებიან.