თურქული „ატლასგლობალი“ მომხმარებლებს მოსკოვსა და თბილისს შორის სატრანზიტო ფრენებს სთავაზობს
თურქული „ატლასგლობალი“ მომხმარებლებს მოსკოვსა და თბილისს შორის სატრანზიტო ფრენებს სთავაზობს

თურქული ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ ქართულ ბაზარზე 16 ივლისიდან ბრუნდება და სტამბოლი-თბილისის რეისებს კვირაში ოთხი სიხშირით შეასრულებს.

ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ავიაკომპანია ბიზნესმენებს, მოგზაურებსა და სტუდენტებს მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენას, სტამბოლის გავლით სთავაზობს.

ატლასგლობალმა“ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო, თუმცა ჯერ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებისგან ოფიციალური ნებართვა არ მიუღია.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან დროებით წყდება.