„საბურთალომ“ თურქულ შეკრებაზე მესამე მატჩი უკრაინულ „ოლეკსანდრიასთან“ გამართა და 0:3 დამარცხდა.
ეს მოსამზადებელ ეტაპზე „ოლეკსანდრიას“ მეხუთე გამარჯვება იყო. უკრაინული გუნდი 33-ე წუთზე დაწინაურდა. ბურთი თბილისური კლუბის მოთამაშემ საკუთარ კარში ჩაჭრა და მეტოქემ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.
შესვენების შემდეგ „ოლეკსანდრიამ“ უპირატესობა გაზარდა და კიდევ ორი გოლი გაიტანა. ორივე ბურთი ვლადისლავ პოგორილის ანგარიშზეა – მან „ოლკსანდრიას“ უპირატესობა 67-ე წუთზე 2:0 გახადა, ხოლო 88-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„საბურთალო“ (სასტარტო შემადგენლობა): კუპატაძე, მამაცაშვილი, ჯგერენაია, დერეკი, კაპანაძე, ქარდავა, ნონიკაშვილი, გ. მამაგეიშვილი, კოხრეიძე, სილა, ლუდუენა.