თურქმენეთში მოსახლეობას გაზი, ელექტროენერგია და მარილი უფასო აღარ ექნება
თურქმენეთის ხელისუფლება 2019 წლიდან მოსახლეობას გაზს, ელექტროენერგიასა და მარილს უფასოდ აღარ მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქმენეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება თურქმენეთის ეკონომიკაში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების განვითარებას ხელს შეუწყობს.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ რეგულაციის ცვლილების მიზანი სახელმწიფოს სისტემური განვითარება, საბაზისო რესურსების რაციონალური გამოყენება და სოციალური კეთილდღეობის შემდგომი გაუმჯობესებაა.
ბუნებრივ აირს, ელექტროენერგიასა და წყალს თურქმენეთის მოსახლეობა 1992 წლის შემდეგ უფასოდ იღებს, თუმცა მოხმარებაზე გარკევეული შეზღუდვები მოქმედებს.