თურქმენეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის ემზადება. ამის შესახებ თურქმენეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია მითითებული.
„თურქმენეთის მეჯლისის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წლის 12 მარტს, შაბათს არის დანიშნული“, – ნათქვამია ადგილობრივი ცესკო-ს განცხადებაში.
მანამდე, 11 თებერვალს ქვეყნის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა ადგილობრივი პარლამენტის ზედა პალატაში გამოსვლისას განაცხადა, რომ „რთული გადაწყვეტილება“ მიიღო.
„მხარს ვუჭერ იმ აზრს, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე სახელმწიფო მმართველობისკენ მიმავალი გზა უნდა მიეცეს ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც აღიზარდნენ სულიერ გარემოში და ჩვენი მაღალი მოთხოვნების შესაბამისად“, – განაცხადა ბერდიმუჰამედოვმა, რომელიც ქვეყანას 2007 წლიდან მართავს.