თურქმენეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ინდუსტრიისა და მშენებლობის მინისტრად საკუთარი შვილი დაასახელა
თურქმენეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ინდუსტრიისა და მშენებლობის მინისტრად საკუთარი შვილი დაასახელა

თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა, ქვეყნის ინდუსტრიის და მშენებლობის მინისტრად, საკუთარი შვილი, სერდარი დაასახელა.

38 წლის სერდარ ბერდიმუჰამედოვი, გასულ წელს ერთ-ერთი რეგიონის მმართველად დაინიშნა.

„როიტერი“ წერს, რომ პრეზიდენტის შვილის კარიერული წინსვლა აჩენს ეჭვებს, რომ 62 წლის გურბანგული ბერდიმუჰამედოვი შვილს სავარაუდოდ თავის შემცვლელად ამზადებს.

ახალი უფლებამოსილების ფარგლებში, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ახალი დედაქალაქის მშენებლობის ამბიციურ პროექტს უხელმძღვანელებს.