თურქმა სამხედროებმა აფრინში სტრატეგიული სიმაღლე ბურსეა კიდევ ერთხელ დაიკავეს
თურქმა სამხედროებმა აფრინში სტრატეგიული სიმაღლე ბურსეა კიდევ ერთხელ დაიკავეს

თურქმა სამხედროებმა აფრინში სტრატეგიული სიმაღლე ბურსეა კიდევ ერთხელ დაიკავეს. აღნიშნული სიმაღლის აღება ჯარისკაცებმა პირველად 22 იანვარს შეძლეს, თუმცა მოგვიანებით ქურთების წინააღმდეგობის გამო დაკარგეს.

თურქეთში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ დაწყებიდან დღემდე, თურქეთის არმიამ 450-ზე მეტი ტერორისტი მოკლა.

თურქეთმა სამხედრო მოქმედებები სირიის ტერიტორიაზე გამაგრებული ქურთი მებრძოლების წინააღდმდეგ 20 იანვარს წამოიწყო. ოფიციალური ცნობით, ოპერაციას თურქეთის მხარდამჭერით მოქმედი „თავისუფალი სირიის არმიის“ და თურქეთის შეიარაღებული ძალების 20 წევრი ემსხვერპლა.