თურქეთში ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, არმიის ოფიცრების დაკავების ოპერაცია დაიწყო
ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა არმიის 36 ოფიცრის დაკავების ოპერაცია დაიწყო. თურქულ სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, სპეცოპერაცია ერთდროულად ქვეყნის 13 პროვინციაში მიმდინარეობს.
კაისერის პოლიციის მიერ ინიცირებული გამოძიება ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის ე.წ. იმამებს უკავშირდება. თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში სწორედ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს.
თურქი მქადაგებელი, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, ბრალდებებს უარყოფს.