თურქეთის ზოოპარკიდან ლომი გაიქცა და ფერმერს თავს დაესხა, დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი
თურქეთის ზოოპარკიდან ლომი გაიქცა და ფერმერს თავს დაესხა, დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი

თურქეთის ანტალიის პროვინციის ქალაქ მანავგათის ზოოპარკიდან ლომი გაიქცა და ფერმერს თავს დაესხა. მამაკაცი დაშავებულია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მოგვიანებით ლომი მონადირეებმამას შემდეგ მოკლეს, რაც მისი დაჭერა ვერ მოხერხდა. სამძებრო ოპერაციაში სპეციალისტები, მონადირეებთან ერთად, დრონების გამოყენებით მონაწილეობდნენ.

დაშავებული ფერმერი სულეიმან კირია. მას მინდორში ეძინა, როდესაც მტაცებელი გამთენიისას თავს დაესხა. მან წინააღმდეგობის გაწევა შეძლო, რის შემდეგაც ლომი გაიქცა. მამაკაცი აქდენიზისის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილობრივ მედიასთან საუბარში ის აცხადებს, რომ პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს.

შემთხვევა მანავგატის ზოოპარკში – „ლომების მიწა“ მოხდა, სადაც 30-მდე ლომი ბინადრობს. ინციდენტის შემდეგ ზოოპარკი დახურეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ გაიქცა ცხოველი ვოლიერიდან.