თურქეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა
თურქეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა

თურქეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, 62 ადამიანი ქასთამონის რეგიონში, 14 სინოფში და ერთი კი, ბართინში დაიღუპა.

სტიქიის შედეგად ევაკუირებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი.

ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ზემოხსენებული სამი პროვინცია სტიქიის ზონებად გამოაცხადა. ძლიერი სტიქია თურქეთის შავი ზღვის სანაპიროს 13 აგვისტოს დაატყდა თავს.