თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა

12:25, 15.08.2021

თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონები ქასთამონუ, სინოფი და ბართინი დააზარალა, რის გამოც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნული რეგიონები სტიქიის ზონად გამოაცხადა.

სტიქიის რეგიონებიდან ევაკუირებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი. დაახლოებით 300 დასახლებას არ მიეწოდება ელეტროენერგია, ხოლო ხიდების დანგრევისა და გზის სავალი ნაწილების დაზიანების გამო შეჩერებულია საგზაო მოძრაობები.

მსგავსი