თურქეთში უსაფრთხოების სამსახურის 100-ზე მეტი თანამშრომლის დაკავების განკარგულება გასცეს
თურქეთში უსაფრთხოების სამსახურის 100-ზე მეტი თანამშრომლის დაკავების განკარგულება გასცეს

თურქეთში უსაფრთხოების სამსახურის 100-ზე მეტი თანამშრომლის დაკავების განკარგულება გასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. როგორც იუწყებიან, აღნიშნულ პირები დაკავშირებულები არიან თურქეთში 2016 წელს განხორციელებულ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან.

შეგახსენებთ, თურქეთის ხელისუფლებამ 2016 წლის შემდეგ, ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით ათასობით ადამიანი დააკავა. მათ აშშ-ში მცხოვრებ ოპოზიციონერ სასულიერო პირ ფეთჰულა გიულენთან კავშირში სდებენ ბრალს, რომელიც ანკარას მტკიცებით, სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორი იყო. თავად გიულენი ბრალდებას უარყოფს.