თურქეთში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ გარკვეულწილად, პრეზიდენტი ერდოღანი გავლენას ახდენს პუტინზე და აქვს ბერკეტები, მოახდინოს მისი სტიმულირება გარკვეული შეთანხმებების შესასრულებლად
თურქეთში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ გარკვეულწილად, პრეზიდენტი ერდოღანი გავლენას ახდენს პუტინზე და აქვს ბერკეტები, მოახდინოს მისი სტიმულირება გარკვეული შეთანხმებების შესასრულებლად

თურქეთში უკრაინის ელჩი ვასილი ბოდნარი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ერდოღანს გააჩნია ბერკეტები, რათა მოახდინოს ვლადიმერ პუტინის სტიმულირება შეთანხმებების შესრულების მიმართულებით.

აღნიშნულის შესახებ, ვასილი ბოდნარმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ერდოღანი გავლენას ახდენს პუტინზე და აქვს ბერკეტები, რათა არ ვიტყვი რომ აიძულებს, მაგრამ მოახდენს მის სტიმულირებას გარკვეული შეთანხმებების შესასრულებლად“, – განაცხადა დიპლომატმა.

ელჩმა აღნიშნა, რომ ვერც ერთმა ევროპელმა ლიდერმა ვერ მიაღწია ვლადიმერ პუტინთან იმას, რასაც ერდოღანმა მიაღწია.

„აქედან გამომდინარე, კონკრეტული მიმართულებებით ის საშუამავლო და ფასილიტატორული ძალისხმევები მარცვლეულთან დაკავშირებით და შესაძლოა სხვა საერთო ენის პოვნის მცდელობები, ასევე განპირობებულია აქტიური თურქული დიპლომატიის წყალობით“, – განაცხადა ბოდნარმა.

​ბონდარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი, უპირველეს ყოვლისა, იცავს თავის ინტერესებს და მათ რეალიზებას ახდენს ისე, როგორც შუძლია. მისი თქმით, თურქეთი, ომის დასაწყისიდანვე, ალბათ ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანთაგან, ვინც ყველა ღონეს იყენებს უკრაინის დასახმარებლად და გარკვეულწილად ცდილობს, რუსეთს უბიძგოს მშვიდობის დასამყარებლად.

„თუმცა, მათი გაგებით ომის შეწყვეტა არის საომარი მოქმედებების შეწყვეტა. ჩვენ კი თურქულ მხარეს ვეუბნებით, რომ გვჭირდება რუსული ჯარების გაყვანა და ეს არის მთავარი წინაპირობა ნებისმიერი შემდგომი პოლიტიკური დისკუსიისა თუ მოლაპარაკებისთვის აგრესორ ქვეყანასთან“, – განაცხადა ბოდნარმა.