თურქეთში უკრაინის ელჩად ყირიმელი თათრების თვითმმართველობის მთავარი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე დაინიშნა
თურქეთში უკრაინის ელჩად ყირიმელი თათრების თვითმმართველობის მთავარი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე დაინიშნა

თურქეთში უკრაინის ელჩად ნარიმან ჯელალი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის  ბრძანებაშია აღნიშნული.

ნარიმან ჯელალი არის ყირიმელი თათრების თვითმმართველობის მთავარი ორგანოს, მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც რუსეთის ტყვეობიდან 2024 წლის ივნისის ბოლოს გათავისუფლდა.

თურქეთში უკრაინის წინა ელჩი ვასილ ბოდნარი პოლონეთში ელჩის თანამდებობაზე შემოდგომით გადაიყვანეს, რის შემდეგაც ანკარაში საელჩო მუდმივი ხელმძღვანელის გარეშე დარჩა.