თურქეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.
როგორც „ასოშიეთედ პრესი“ წერს, დაღუპულთა შორის არიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბურსაში ხანძრის ქრობის ოპერაციაში მონაწილეობდნენ.
ქალაქ ბურსას სიახლოვეს ხანძარი უქმე დღეებში გაჩნდა და 3 500 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ცნობისთვის, 25 ივლისს ხანძარი გაჩნდა თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, რის გამოც მთავრობამ ორი პროვინცია – იზმირი და ბილეჩიკი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა, ხანძარი იყო ასევე ანტალიის პროვინციაში.