თურქეთში ტურისტული ავტობუსისა და სამარშრუტო ტაქსის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
თურქეთში ტურისტული ავტობუსისა და სამარშრუტო ტაქსის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

თურქეთში, მუღლაში ტურისტული ავტობუსისა და სამარშრუტო ტაქსის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი და დაშავებულია 35.

დაშავებულები მუღლასა და დენიზლის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა და ამოტრიალდა.

ტურისტული ავტობუსი ბოდრუმიდან დენიზლის მიმართულებით მიემგზავრებოდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელიც ინციდენტის გამომწვევ მიზეზებს იძიებს.

დატოვე კომენტარი