თურქეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 31 პირი დააკავეს

13:41, 10.02.2018

სტამბოლში კონტრტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს 31 წევრი დააკავეს. სპეცოპერაცია სამ სხვადასხვა უბანში მდებარე ექვს საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა.

ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი თურქეთის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.

დაპატიმრებული ექსტრემისტები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.

მსგავსი