თურქეთში ტანკერზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. როგორც ცნობილია, დაღუპულია ტანკერზე მომუშავე იტალიელი რობერტო მონტეგურდია. დაშავებულებიდან 15 იტალიელი და ერთი რუმინელია.
ინციდენტი თურქეთის დასავლეთ ნაწილში, იზმირის პროვინციაში, ალიაგას პორტზე მოხდა. როგორც ცნობილია, ნავთობის ტანკერი ნავსადგურში თურქული ქიმიური კომპანია „პეტკიმის“ ქარხანასთან იყო გაჩერებული.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია, მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.