თურქეთში სპეცოპერაციისას შვიდი ტონა მარიხუანა ამოიღეს
თურქეთში სპეცოპერაციისას შვიდი ტონა მარიხუანა ამოიღეს

თურქეთში, დიარბაქირის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად შვიდი ტონა მარიხუანა ამოიღეს. ანტი-ნარკოტიკული რეიდები ხუთ ოლქში ჩატარდა.

დიარბაქირის გუბერნატორის ოფისის ინფორმაციით, ადგილობრივმა ჟანდარმერიამ, პოლიციის სპეცრაზმმა და უსაფრთხოების სამსახურმა რეიდები 10-14 სექტემბერს ჩაატარა. სპეცოპერაციის დროს აღმოჩენილ იქნა 7.2 ტონა მარიხუანა, კანაბისის 670 ათასამდე ფესვი და ფხვნილის სახით 712 კგ. ჰაშიში.

ასევე, სპეცოპერაციის დროს ამოღებულ იქნა AK-47-ის ტიპის 401 შაშხანა და M-16-ის ტიპის 698 შაშხანა.