თურქეთში სავაჭრო ცენტრები და სილამაზის სალონები შემდეგი კვირიდან გაიხსნება
თურქეთში სავაჭრო ცენტრები და სილამაზის სალონები შემდეგი კვირიდან გაიხსნება

​თურქეთში „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის ზომების ეტაპობრივი შერბილება უკვე დაწყებულია. მომდევნო კვირიდან სავაჭრო ცენტრები და სილამაზის სალონები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით ისევ გაიხსნება. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

ამასთანავე, მოიხსნა შეზღუდვები გადაადგილებაზე ყველა ქალაქში გაზიანთეფის, ანტალიისა და იზმირის გარდა.

ასევე, შერბილდა ასაკობრივი რეგულაციები და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს დღეში ოთხი საათით გარეთ გასვლის უფლება ექნებათ.