თურქეთში საუდის არაბეთის გენერალური პროკურორი სტამბოლის გენერალურ პროკურორს შეხვდება
საუდის არაბეთის გენერალური პროკურორი, შეიხი საუდ ალ მუადჯიბი სტამბოლში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში ჩავიდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ალ – მუაჯიბი ათათურქის აეროპორტში კერძო თვითმფრინავით ჩავიდა. დღის განმავლობაში მას სტამბოლის გენერალურ პროკურორთან აქვს შეხვედრა დაგეგმილი. გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის გენერალური პროკურორი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოშიც მივა, სადაც ჯამალ ხაშოგი მოკლეს.