თურქეთში საუდის არაბეთის გენერალური პროკურორი სტამბოლის გენერალურ პროკურორს შეხვდება
თურქეთში საუდის არაბეთის გენერალური პროკურორი სტამბოლის გენერალურ პროკურორს შეხვდება

საუდის არაბეთის გენერალური პროკურორი, შეიხი საუდ ალ მუადჯიბი სტამბოლში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში ჩავიდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ალ – მუაჯიბი ათათურქის აეროპორტში კერძო თვითმფრინავით ჩავიდა. დღის განმავლობაში მას სტამბოლის გენერალურ პროკურორთან აქვს შეხვედრა დაგეგმილი. გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის გენერალური პროკურორი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოშიც მივა, სადაც ჯამალ ხაშოგი მოკლეს.