თურქეთში სასამართლომ ექვს ჟურნალისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
თურქეთში სასამართლომ ექვს ჟურნალისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

თურქეთში სასამართლომ ექვს ჟურნალისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მათ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მონაწილეების მხარდაჭერაში ედებათ ბრალი.

მსჯავრდებულთა შორის ორი ძმა მეჰმეთ და აჰმეთ ალთანები არიან. პროკურატურის მტკიცებით, ისინი არშემდგარი ამბოხის დროს სატელევიზიო გადაცემის დროს აჯანყებულებს დაშიფრულ გზავნილებს აწვდიდნენ. ექვს მსჯავრდებულს შორის არის ასევე ცნობილი ჟურნალისტი ნაზლი ილიჩაკი.

2016 წლის ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 50 ათასი ადამიანი დააპატიმრეს, 150 ათასზე მეტი საჯარო მოხელე კი სამსახურიდან დაითხოვეს.