თურქეთში სარკინიგზო კატასტროფის გამო დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა
თურქეთში სარკინიგზო კატასტროფის გამო დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა

თურქეთში რამდენიმე დღის წინ მომხდარ სარკინიგზო კატასტროფასთან კავშირში ეჭვმიტანილი სამი პირი დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგა. ინფორმაციას CNN Turk – ი ავრცელებს.

კატასტროფასთან დაკავშირებით სულ ცხრა ადამიანია დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, მათგან რამდენიმე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია.

შეგახსენებთ, 13 დეკემბერს  ანკარადან კიონში მიმავალმა მატარებელმა კატასტროფა განიცადა. მატარებელი ლოკომოტივს შეეჯახა, შემდეგ კი, ლიანდაგიდან გადავიდა. ბოლო მონაცემებით, ავარიის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 48 კი, დაშავდა.