თურქეთში სარკინიგზო კატასტროფას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 73 დაშავებულია [ფოტო]
თურქეთში სარკინიგზო კატასტროფას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 73 დაშავებულია [ფოტო]

თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 73 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ის ცნობით, სამგზავრო მატარებელი კაპიკულე-სტამბოლის რეისს ახორციელებდა, როდესაც საბერძნეთის საზღვართან ახლოს ხუთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა.

კატასტროფის დროს მატარებელში 362 ადამიანი იმყოფებოდა.

CNN-ის თურქული ბიუროს ცნობით, ავარია დაზიანებულმა ხიდმა გამოიწვია. ამ მომენტისთვის შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.