თურქეთში საქართველოს საელჩო ქვეყნის ნაწილში დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

00:25, 30.03.2021

თურქეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, თურქეთის ქალაქების ნაწილში კვლავ ამოქმედდება შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლის შეზღუდვა.

„თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ამსახველ რუკაზე წითლად მონიშნულ, მაღალი რისკის მქონე ქალაქებში, კვლავ ამოქმედდება შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლის შეზღუდვა.

აქვე, შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებს, ასევე, ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ კვირის სამუშაო დღეებში, 21:00-05:00 საათებში.

ახალი რეგულაციების შესახებ, საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80

2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00

3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“, – ნათქვამია თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

📢📢საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში,…

Posted by საქართველოს საელჩო თურქეთში/Gürcistan Ankara Büyükelçiliği on Monday, March 29, 2021

 

მსგავსი