თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მთავარი მეტოქის, მუჰარემ ინჯეს მხარდასაჭერად ასი ათასობით ადამიანი შეიკრიბა [ვიდეო]
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მთავარი მეტოქის, მუჰარემ ინჯეს მხარდასაჭერად ასი ათასობით ადამიანი შეიკრიბა [ვიდეო]

თურქეთის ქალაქ იზმირში საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მთავარი მეტოქის, ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, მუჰარემ ინჯეს მხარდასაჭერად, ასი ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელევს.

ორგანიზატორების მტკიცებით, მიტინგში 2,5 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.

ზოგიერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, ერდოღანი პირველ ტურში ხმების უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს და მეორე ტურის გამართვა გახდება საჭირო.

თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 ივნისს არის დაგეგმილი.