თურქეთში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, შემთხვევა იზმირის პროვინციაში მოხდა.

სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის შედეგად ორივე მფრინავი დაიღუპა.

თვითმფრინავის ნაწილები ჯიგლის ავიაბაზიდან სამი კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს.

საწვრთნელი ფრენისთვის SF-260D ტიპის თვითმფრინავი გამოიყენეს.

ჯერჯერობით უცნობია თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი.