თურქეთში საჯარო სექტორიდან დათხოვნილი 1800-ზე მეტი სახელმწიფო მოხელე თანამდებობაზე აღადგინეს
თურქეთში საჯარო სექტორიდან დათხოვნილი 1800-ზე მეტი სახელმწიფო მოხელე თანამდებობაზე აღადგინეს

თურქეთში არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, საჯარო სექტორიდან დათხოვნილი 1800-ზე მეტი სახელმწიფო მოხელე თანამდებობაზე აღადგინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო ანადოლუ ავრცელებს.

სახელმწიფო უწყებებში 2016 წლიდან დაწყებული მასშტაბური წმენდის შედეგად, საერთო ჯამში, ხელისუფლებამ 150 ათასამდე ადამიანი გაათავისუფლა, 50 ათას მოქალაქეზე მეტი კი დააპატიმრა.

ხელისუფლება მათ ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და მხარდაჭერაში სდებდა ბრალს.

სამსახურიდან დათხოვნის მოტივად მობილურ ტელეფონებში არსებული აპლიკაციის, „ბაილოქის“ საშუალებით, დაშიფრული შეტყობინებების მიღება დასახელდა, რომელსაც სამართალდამცველების ინფორმაციით, სწორედ ე.წ. გიულენისტები იყენებდნენ.