თურქეთში რუსმა დეპუტატმა უკრაინის დროშა ჩამოხია, რასაც რუს და უკრაინელ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა
თურქეთში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომის მიმდინარეობისას რუს და უკრაინელ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
როგორც სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსმა დეპუტატმა, ვალერი სტავიცკიმ უკრაინის დროშა ჩამოხია. ამის გამო მას უკრაინელი დეპუტატი ოლექსანდრ მარიკოვსკი დაუპირისპირდა.
უკრაინელ და რუს დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზშიც გაგრძელდა.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სესია ანკარაში იმართება.
A scuffle broke out between Ukrainian and Russian delegates at a meeting of the Parliamentary Assembly of the Black Sea Economic Cooperation (PABSEC) in Türkiye’s capital Ankara
Tensions boiled over after Ukrainians interrupted a Russian official’s speech👇 pic.twitter.com/AzZiQi2B6L
— ANADOLU AGENCY (@anadoluagency) May 4, 2023