თურქეთში რამდენიმე ქალაქის ოპოზიციონერი მერი დააკავეს
თურქეთში რამდენიმე ქალაქის ოპოზიციონერი მერი დააკავეს

თურქეთში რამდენიმე ქალაქის ოპოზიციონერი მერი დააკავეს.

როგორც „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, სამართალდამცველებმა თურქეთის სამხრეთ ნაწილში დააკავეს ქალაქ ადიამანის მერი აბდურაჰმან ტუტდერე, ადანის მერი ზეიდან კარალარი, ანტალიის მერი მუჰიტინ ბოჩეკი.

მათ ბრალად ედებათ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა, მექრთამეობა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. ამავე საქმის ფარგლებში სულ 10 პირია დაკავებული.

„ესოშიეთიდ პრესის“ ცნობით, სამივე ქალაქის მერები, რომლებიც ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული, „სახალხო რესპუბლიკურ პარტიას“ წარმოადგენენ.