თურქეთში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა
თურქეთში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

თურქეთის ქალაქ ბართინთან, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა.

თურქული მედიის ცნობით, 58 დაშავებულიდან 11 საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აფეთქება გუშინ ადგილობრივი დროით 18:15 საათზე, მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა.

აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია.

ინციდენტის დროს, 300 და 350 მეტრის სიღრმეზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.