თურქეთში პრეზიდენტისთვის უფლებამოსილებების გადაცემაზე სპეციალური განკარგულება გამოსცეს
თურქეთში პრეზიდენტისთვის უფლებამოსილებების გადაცემაზე  სპეციალური განკარგულება გამოსცეს

პრეზიდენტისთვის უფლებამოსილებების გადაცემასთან დაკავშირებით, თურქეთში სპეციალური განკარგულება გამოსცეს.

განკარგულება უკავშირდება 24 ივნისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რაც მმართველობის საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

განკარგულება Official Gazette-ში გამოქვეყნდა, სადაც კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები 1924 წლიდანაა ასახული.

თურქეთის მოსახლეობამ საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლას მხარი 2017 წლის რეფერენდუმზე დაუჭირა. 24 ივნისს ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მოიპოვა.