თურქეთში პოლიციამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილები დააკავა
თურქეთში პოლიციამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილები დააკავა

თურქეთში პოლიციამ ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილები დააკავა. როგორც თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, სტამბოლში ჩატარებული ოპერაციის სამიზნე 35 უცხოელი იყო.

სამართალდამცველებმა ქალაქში საახალწლო პერიოდში მოსალოდნელი თავდასხმების გამოძიების ფარგლებში რეიდები 34 მისამართზე ჩაატარეს.

ამას გარდა, ანკარაში პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ 15 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა.