თურქეთში, პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა
თურქეთში, პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

თურქეთში, პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

საქარიის პროვინციის გუბერნატორი აცხადებს, რომ ერთი ადამიანი აფეთქების შემდეგ ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საქარიის პროვინციაში აფეთქება 3 ივლისს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

2009 წელს ამავე ქარხანაში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 37 დაშავდა.